LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერუნში სკოლიდან 79 ადამიანი გაიტაცეს, უმრავლესობა მოსწავლეა

103

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბამენდაში, შიარაღებულმა პირებმა 79 ადამიანი გაიტაცეს, მათი უმრავლესობა მოსწავლეა. ამასთან, გატაცებულთა შორის არის სკოლის დირექტორიც. ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა CNN- ს განუცხადა.

ადგილობრივები მომხდარში სეპარატისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ, თუმცა მათ პრესსამსახურში ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფენ.

რეგიონის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ გატაცებულები სახლში მალე დაბრუნდებიან.სამძებრო სამუშაოებში  ჯარის დანაყოფებიც ჩართულია.

ბამენდა კამერუნის ინგლისურენოვანი რეგიონია, სადაც სეპარატისტები დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ფრანგულენოვანი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ფარგლებში სეპარატისტებმა დასავლეთ კამერუნში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს და სკოლები დახურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები