LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამილა ცდილობს, ქეითი და უილიამი ერთმანეთს დააშოროს

1128

68 წლის კამილა პარკერ-ბოულზს სამეფო ოჯახის წინააღმდეგ ინტრიგებში ადანაშაულებენ.

ოჯახის ბიოგრაფი კრისტოფერ ანდერსენი ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ურთიერთობის შესახებ ახალ დეტალებს წერს. წიგნში Game of Crowns ავტორი ჰყვება, რომ კამილა წყვილის დაშორებას ცდილობს.

კამილა ინტრიგებში აქამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს. კრისტოფერი ამტკიცებს, რომ კამილა პრინცესა დაიანას ბევრ პრობლემას უქმნიდა, ამასთან, უილიამისა და ქეითის დაქორწინების შემდეგ სწორედ კამილამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მიდლტონი უშვილოა.

ამასთან, წიგნის ავტორის ინფორმაციით, პარკერ – ბოულზი მაქსიმალურად ცდილობდა დაიანას გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო, ამისთვის მან პოლიტტექნოლოგების დახმარებაც გამოიყენა. უილიამისა და ქეითის მიმართ საზოგადოების დიდი სიყვარული კამილას მოსვენებას უკარგავს.

პარკერ-ბოულზმა ქმრის, პრინც ჩარლზის დახმარებით სცადა დაერწმუნებინა უილიამი, დაქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე დაშორებოდა ქეითს და ეს თითქმის გამოუვიდა კიდეც.

წიგნში საუბარია, ასევე, კამილასა და დაიანას ურთიერთობაზე, პრინც ჩარლზსა და ბარბარა სტრეიზანდის ურთიერთობაზე.

Kate+Middleton+Camilla+Parker+Bowles+Procession+neC_J4XOzBCl

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები