LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ძლიერი სიცხის გამო 17 ადამიანი დაიღუპა

96

კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.  როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 12 ქალაქ მონრეალში ცხოვრობდა, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. დანარჩენი ხუთი პირი კი ქალაქ კვებეკის აღმოსავლეთ ნაწილიდან იყო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ.

მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ონტარიოშიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელი ხაზი სიცხის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღიურად 1200 შეტყობინებას იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები