LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

46

კანადის ქალაქ ფერნიში, ყინულის მოედანზე მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CBS News-ი ავრცელებს.

სამაშველო სამსახურები ვარაუდობენ, რომ მოწამვლა ამიაკის გაჟონვამ გამოიწვია.

მომწამვლელი აირის გაჟონვის გამო, ყინულის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მდებარე სახლებიდან და ოფისებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ მუშები არიან, რომლებიც სპორტული კომპლექსის გამაგრილებელი სისტემის შეკეთებაზე მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები