LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ქართული წარმოების წვენებს, კონსერვირებულ პროდუქტსა და თხილს გაეცნობიან

193

2-დან 4 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 4 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში SIAL Canada 2018 მიიღებს მონაწილეობას და ქართული ნაწარმით წარდგება.

საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც კანადაში, კერძოდ ქალაქ მონრეალში იმართება, სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენას 50 ქვეყნიდან 35 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 000-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „ჯორჯიან ნექტარი“, შპს „გსქ კულა“ და შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“. კომპანიები ფართო საზოგადოებას ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, სხვადასხვა კონსერვირებულ პროდუქტს და თხილს წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები