LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელმა მოციგურავემ კორეაში ძაღლი არ შეჭამა და სამშობლოში მიყავს

109

პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების პარალელურად ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა.

კანადელი ფიგურული მოციგურავე მეგან დიუამელი ერთ-ერთ დაწესებულებას სტუმრობდა, რომელშიც ძაღლებს ზრდიან საკვები დანიშნულებით. კანადელი სპორტსმენის განსაკუთრებული ყურადღება ტაქსამ დაიმსახურა.

მეგან დიუამელმა, ტაქსა მეტსახელად მუ-ტაე “დელიკატესად” ქცევას გადაარჩინა და მისი წაყვანა კანადაში გადაწყვიტა. სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა, რომლებიც ძაღლების ხოცვის და მათი საკვებად გამოყენების წინააღმდეგები არიან, მეგანს იურიდიული პროცედურების მოგვარებაში შესთავაზეს დახმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები