LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანცელარიასთან ანტიჰომოფობიური აქცია დასრულდა – ლგბტ აქტივისტები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაჰყავთ [ვიდეო]

80

მთავრობის ადმინისტრაციასთან  ლგბტ ჯგუფის აქტივისტების მიერ  ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა დასრულდა.კონტრაქციის წევრებისგან ძალადობის თავიდან ასარიდებლად, პოლიციას აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაჰყავს.

“ეს იყო შეზღუდული პროტესტი და გვინდა სხვა სივრცეში გაცილებით ღიად გამოვხატოთ  პოზიცია , ეს არა პრივილეგია, არამედ უფლებაა. არ გვინდა გაპარვა  გვიწევდეს “ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, აქციამ შეიძლება ითქვას მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთი ინციდენტი, ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

“აღნიშნული პირი, გახლავთ 22 წლის, იგი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით, ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის გარემოების გამოკვეთა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, როგორც ვიცი ის დამაკმაყოფილებელია. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმე”, – ამბობს თოლორაია.

ცოტა ხნის წინ აქციაზე ერთ-ერთ გამომსვლელს სავარაუდოდ, კონტრაქციიდან შეპარულმა პირმა ხელი გაარტყა. გაქცეულს აქციის მონაწილეები დაედევნენ. საბოლოოდ ის პოლიციამ დააკავა, დაშავებული აქტივისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები