LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანიბალიზმის საქმეზე” ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს

86

“კანიბალიზმის საქმეზე” განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სასამართლომ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა, ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები – დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა ყოჩიაშვილის დედის მკვლელობა განუზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, მათ,  წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლუბა ყოჩიაშვილი მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი  ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ  თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.

„დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ  ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ,  რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს,  ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. – ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. – ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ – აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები