LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის თხოვნას, აჩუქოს 1 მლრდ დოლარი, მარკ ცუკერბერგმა უპასუხა

68

ბოლო კვირის მანძილზე კანიე უესტზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. მუსიკოს-დიზაინერი პროვოკაციულად იქცევა და ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.

ახალი ალბომისა და სამოსის კოლექციის პრეზენტაციის შემდეგ რეპერმა განაცხადა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მძიმეა და პირადმა ვალებმა 35 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამასთან, უესტმა „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს რამდენიმე დღის წინ „ტვიტერზე“ პოსტით თხოვა, 1 მილიარდი დოლარი აჩუქოს. დღეს კი ცუკერბერგისგან პასუხი მიიღო. „ფეისბუქის“ 31 წლის დამფუძნებელმა  საჯაროდ უარი არ უთხრა რეპერს, თუმცა ისარგებლა საკუთარი კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, სტივენ გრიმის მიკრობლოგით და დაწერა : „ძვირფასო კანიე უესტ, თუ „ფეისბუქის“ დამფუძნებელს თხოვ ერთ მილიარდ დოლარს, ალბათ არ ღირს ეს „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთო.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები