LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიონებსა და სხვა დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა – როგორია ახალი ტარიფები?

469

საქართველოს ცხრა დაცულ ტერიტორიაზე შესვლისა და სერვისის ფასები გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განმარტებას დაცული ტერიტორიების სააგენტოში აკეთებენ, სადაც ამბობენ, რომ  გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების დახვეწას და ხარისხის გაუმჯობესებას.

”2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში. რა თქმა უნდა, გვახარებს დაცული ტერიტორიების პოპულარობის ზრდა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. თუმცა ზემოხსენებულ ადგილებში ვიზიტორთა რაოდენობა გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომლის ზემოთაც იქმნება დაცული ტერიტორიის (ამ შემთხვევაში – ბუნების ძეგლების) ბუნებრივი მდგომარეობის გაუარესების რისკი. მაგალითად, პრომეთეს მღვიმეში დაფიქსირდა ერთ დღეში 2300 ვიზიტორი მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მღვიმეში, მისი გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ვიზიტორთა მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა არის 2 000. კიდევ უფრო გადატვირთულია მარტვილის კანიონი, რომელსაც დღეში 3000 მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია შეფერხებები და სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, რაც ეწინააღმდეგება როგორც სააგენტოს, ისე ვიზიტორების ინტერესებს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, რიგ დაცულ ტერიტორიებზე სერვისების საფასური გაიზრდება”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, ფასების ზრდა ამ ეტაპზე არ შეეხება იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. არსებული ფასები ძალაში დარჩება ამ ხელშეკრულებების ვადის გასვლამდე.

იხილეთ ძველი და ახალი ტარიფების შედარებითი ცხრილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები