LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის 70-ე კინოფესტივალი: გამარჯვებულთა სრული სია

156

კანის კინოფესტივალის ორ კვირიანი მარათონი დასრულდა. საფრანგეთის მზიან სანაპიროზე რიგით 70-ე დაჯილდოების დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების გახსნისა და დახურვის პატივი წილად იტალიელ ლამაზმანს, მონიკა ბელუჩის ხვდა.

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

„ოქროს პალმის რტო“ – შვედი რეჟისორის, რუბენ ესტლუნდის ფილმმა „კვადრატმა“ მიიღო. ჟიურის გრან-პრი კი ფრანგმა რეჟისორმა, რობენ კამპიიომ დაიმსახურა ფილმით „120 დარტყმა წუთში“.

„ქალის საუკეთესო როლი“ – დიანა კრიუგერი, „დაბნელება“

„მამაკაცის საუკეთესო როლი“ – ხოაკინ ფენიქსი“, „შენ არასოდეს ყოფილხარ აქ“

„საუკეთესო სცენარი“ – იორგოს ლანტიმოსი – „წმინდა ირმის მკვლელობა“, ლინ რემსი – „შენ არასოდეს ყოფილხარ აქ“

„საუკეთესო რეჟისორი“ – სოფია კოპოლა, „საბედისწერო ცდუნება“

სპეციალური პრიზის მფლობელი წლევანდელ ღონისძიებაზე ნიკოლ კიდმანი გახდა .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები