LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა (ფოტოები)

110

საფრანგეთში კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ტრადიციისამებრ, ცერემონიას წინ უძღოდა წითელი ხალიჩა, რომელზეც მსოფლიო ფესტივალის სტუმრებმა გაიარეს. ფესტივალს სამი ათასზე მეტი სტუმარი და ოთხი ათასი კინოკრიტიკოსი დაესწრო.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმმა Everybody Knows გახსნა. სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. სიუჟეტი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს მსახიობი ქეით ბლანშეტია.

მთავარი კონკურსისთვის, რომელიც თორმეტი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ორგანიზატორებმა თითქმის ორი ათასი ფილმის ნახვის შემდეგ, 21 სრულმეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს. კიდევ ოცდაათი ფილმი შეყვანილია პროგრამებში – „განსაკუთრებული ხედვა“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში და რეტროსპექტივაში „კანის კლასიკა“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები