LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის კინოფესტივალის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს

91

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ფილმის „ოკჩა“ ჩვენების დროს წარმოქმნილი ხარვეზის გამო ბოდიში მოიხადეს.

ფილმის რეჟისორი – პონ ჯუნ-ხო არის და მასში მთავარ როლებს ტილდა სუიტონი, ლილი კოლინზი, პოლ დანო და სხვები ასრულებენ. სიუჟეტი გოგონასა და მისი დიდი ოთხფეხა მეგობრის გარშემო ვითარდება.

„ოკჩას“ ჩვენება ფესტივალზე ტექნიკური ხარვეზებით დაიწყო. საბოდიშო სიტყვაში ორგანიზატორებმა ტექნიკური სამსახურის ბრალეულობაზე ისაუბრეს და გავრცელებული ჭორი, თითქოს ხარვეზი Netflix-ის საბოტაჟისთვის ხელოვნურად შეიქმნა, უარყვეს.

თავის მხრივ, კომენტარისგან თავი შეიკავა ონლაინსერვისმაც.

შეგახსენებთ, რომ წელს ფესტივალზე Netflix-ის ორი ფილმი მონაწილეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები