LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის კინოფესტივალზე ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს

84

კანის კინოფესტივალი ამა წლის 28 მაისს 70-ედ გაიმართება. საიუბიელო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე პედრო ალმოდოვარი იქნება.

დღეს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა იმ ფილმების სია, რომლებიც ძირითად საკონკურსო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი და მთავარი ჯილდოსთვის, „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს. მათ შორისაა ცნობილი რეჟისორების, ფრანსუა ოზონის, სოფია კოპოლას, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და მიჰაილ ჰანეკეს ახალი ნამუშევრები. ჩამონათვალშია ასევე უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცუს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები