LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონში შესატან შესწორებებს გირგვლიანის სახელი კი არა, ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებები” უნდა ერქვას – გოცირიძე

65

კანონში შესატან შესწორებებს გირგვლიანის სახელი კი არა, ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებები” უნდა ერქვას, – ასე აფასებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს.

“მმართველი პარტია ცინიკურად სპეკულირებს გირგვლიანის სახელით, როცა კანონპროექტს მის სახელთან აკავშირებს. ისეთ ვითარებაში, როცა ფეხქვეშ არის გათელილი სასამართლო სისტემა, არ გამოძიებულა ქვეყანაში მომხდარი რეზონანსული დანაშაულები, რომლებიც თანამდებობის პირების მიერ იქნა ჩადენილი ან მათ მიერ ხდებოდა დამნაშავეებზე ხელის დაფარება, როცა საარჩევნო პროცესში „ოცნება“ იყენებდა კრიმინალურ ელემენტებს და ქვეყანა ნელ-ნელა ემსგავსება პუტინის რუსეთს, უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ეს ცვლილებები ”პუტინ-ივანიშვილის” შესწორებების სახელით ყოფილიყო მოხსენიებული“, – აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები