LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა მარგველაშვილის განცხადებების არასერიოზულობაში – გია ვოლსკი

98

“იქამდე მივედით, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჰაერში გასროლილი, არასერიოზული გამონათქვამი გრიგორი კარასინმაც შეაფასა, თუმცა, მან სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“ვითომ, მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება, ყურადღება მაინც და მაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს. ამ განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. მომზადება იმას ნიშნავს, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია. ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავ საკითხზე პოლარიზებულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. პრეზიდენტმა წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს, თუ მას პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა მისი თქმით, ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება.

საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგის მომხრეა.

“ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები, არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში,”ც- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები