LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარები იკეტება: საქართველო ევროპას გამოაკლდა

127

ესეც ასე: ქართულმა კლუბებმა საევროპო ასპარეზობა დაასრულეს.
მოსალოდნელიც იყო. სამი ქართული გუნდი შინ წავიდა და ისევ საკუთარ ტყავში მოიხარშება. ევროპულ მარაქაში გარევა ჩვენი საქმე არ არის.

 

ქუთაისის “ტორპედომ” “ტრენჩინს” უმასპინძლა. ქუთათურები პირველ შეხვედრაში 1:5 მარცხის შემდეგ მძიმე ამოცანის წინაშე იდგნენ. მეორე მატჩიც სლოვაკების უპირატესობით წარიმართა და “ტორპედომ” შინაც დიდი ანგარიშით წააგო – 0:3. საერთო ჯამში – 1:8 და კომენტარის გარეშე.

ტორპედო-ტრენჩინი 0:3 (0:1)
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“. 4200 მაყურებელი
„ტორპედო“: კვასხვაძე, ხურცილავა (ადამაძე, 65), გურული, ტაბატაძე, ქიმაძე, გიგაური, ხურციძე (მამასახლისი, 46), კუხიანიძე, ტუღუში (კვირკვია, 57), დოლიძე, კაპანაძე.
გოლი: 0:1 გონგი (21), 0:2 ბერიძე (49), 0:3 გონგი (64).
გაფრთხილება: მანსე (42) დოლიძე (86) ბერიძე (88) გონგი (90).

 

ბათუმის “დინამო” “იაგიელონიას” ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა 58-ე წუთზე გუტის გოლით “იაგიელონია” დაწინაურდა. 75-ე წუთზე დინამოელებს თორნიკე თარხნიშვილი გაუგდეს, დარჩენილ ათ წუთში კი კაცნაკლულმა “დინამომ” კიდევ სამი გოლი გაუშვა და ევროპას ასე დაემშვიდობა.

იაგელონია – დინამო (ბათუმი) 4:0 (0:0)
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი (ვარშანიძე 87), მგელაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ქავთარაძე (მარცვალაძე 62), გრიგალაშვილი (ფარტენაძე 77), შონია, კვასოვი
გოლები: 1:0 ტომელინი (58), 2:0 ჩერნიხი (81), 3:0 რუნიე (88), 4:0 სეკულსკი (90+3)
გაფრთხილება: ტვილდიანი, მგელაძე, თარხნიშვილი, თარხნიშვილი
გაძევება: თარხნიშვილი (75)

 

ყველაზე კარგად საჩხერის “ჩიხურა” გამოვიდა. “ალტახთან” სტუმრად შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა. სამწუხაროდ, გადამწყვეტი მეორე გოლის გატანა ჩვენებმა ვეღარ შეძლეს. 57-ე წუთზე ტატანაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

“ალტახი” – “ჩიხურა” 1:1 (1:0)
ორი მატჩში ჯამში “ალტახმა” 2:1 მოიგო
ალტახი, “ქეშპოინთ არენა”, 6 000 მაყურებელი

“ჩიხურა”: ჰამზიჩი; კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, კაკუბავა; გორგიაშვილი (ივანიშვილი 61), კორიფაძე, განუგრავა (დეკანოიძე 82); სარდალიშვილი, ტატანაშვილი, გელაშვილი (ფონიავა 77)

გოლები: 1:0 ნუტცი (29), 1:1 ტატანაშვილი (57)
გაფრთხილება: აიგნერი (58), დობრაში (90) – ფონიავა (90), გელაშვილი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 5:1

 

ახლა ერთი იმედი დარჩა – ჩემპიონი “სამტრედია”, რომელიც აზერბაიჯანულ “ყარაბაღს” 11 ივლისს დაუპირისპირდება. თუმცა ვაღიაროთ, აქაც ფავორიტი მეტოქეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები