LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი ამბავი: მაიკლ ბუბლე და ლუისანა ლოპილატო მესამე შვილს ელოდებიან (ფოტო)

473

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ბუბლესა და ლუისანა ლოპილატოს ვაჟმა ნოამ სიმსივნის დიაგნოზი დაამარცხა, წყვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. 42 წლის მომღერალი და 30 წლის მსახიობი მესამე შვილს ელოდებიან. ამის შესასებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ორსული ლოპილატო პუბლიკის წინაშე პირველად გამოჩნდა. წყვილი ვანკუვერში გამართულ Juno Awards-ის ცერემონიას დაესწრო. ლუისანა და მაიკლი წითლ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. 30 წლის მსახიობი და ტელეწამყვანი ულამზესი შავი ფერის საღამო კაბაში იყო გამოწყობილი, სადაც კარგად ჩანდა მისი მომრგვალებული მუცელი.

შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს 4 წლის ვაჟი ნოა და 2 წლის ელიასი. ნიოას გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნოამ ღვიძლის კიბო დაამარცხა. ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლეები მედიასთან არ გამოჩენილან. საკონცერტო ტურნე ბუბლემ მხოლოდ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ განაახლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები