LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება, ახალგაზრდებმა უსახური ხიდები, კედლები და გადასასვლელები მოხატონ – კახა კალაძე

127

“კარგი იქნება, თუ მივცემთ ჩვენ ქალაქსაც და ახლაგაზრდებსაც შესაძლებლობას, მოხატონ უსახური ხიდები, კედლები და გადასასვლელები,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.

“როგორც იცით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ხშირად მას ურბანულ ხელოვნებასაც ეძახიან.

ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და მეორე მხრივ ახალგაზრდობამ ხელოვნებაში გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ქალაქის მიმართ.

მინდა დავავალო ქალბატონ სოფოს, შეირჩეს ასეთი სივრცეები და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსახატად”- აღნიშნა კალაძემ.