LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი მოსწავლე: ბეილმა რონალდოს გაკვეთილი უცებ აითვისა (კარიკატურა)

120

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ აიღო: ამაში კი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გარეთ ბეილის, რომელიც ზიდანმა ძირითადში მაინც არ დააყენა, თუმცა მერე შეუშვა და უელსელმაც თამაში და მეცამეტე თასი მოაგებინა. ბეილის მაკრატელა გოლი კი ნამდვილად შევა ისტორიაში, მეტიც, ალბათ ფინალში ოდესმე გატანილ საუკეთესო გოლზეც ექნება პრეტენზია. ასეა თუ ისე, მან გაიმეორა ამ ლიგაზე კრიშტიანო რონალდოს მიღწევა, როდესაც პორტუგალიელმა ასევე დიდებული მაკრატელა შეუსრულა ტურინში „იუვენტუსს“. სწორედ ამ თემას მიეძღვნა მორიგი კარიკატურა – თუ როგორ ასწავლის რონალდო დარტყმას და რა კარგი მოსწავლე აღმოჩნდა ბეილი.

 

ბეილმა ძალიან მალე აითვისა რონალდოს გაკვეთილი
კარგია, გარეთ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები