LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი უიქენდი: ქართველებს ევროპაში გოლები გააქვთ

40

ქართველი ლეგიონერებისთვის ცუდი შაბათ-კვირა არ ყოფილა. რამდენიმე ჩვენიანმა თავი გამოიჩინა.

მაგრად დაიწყო აბურჯანიამ ახალ ესპანურ გუნდში.
გიორგიმ თავის ახალ გუნდში გოლი პირველად გაიტანა, „ლუგომ“ კი საკუთარ მოედანზე „ნუმანსიასთან“ 3 ქულა მოიპოვა.

მე-40 წუთისთვის სტუმრები 2:0-ს იგებდნენ. გიორგი აბურჯანია „ლუგოს“ ფორმით მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა. ამ დროს ანგარიშ 2:2 იყო. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა „ნუმანსიას“ კარში ზუსტი თავური დარტყმით აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა 3:2.

აბურჯანიამ თავის ახალ კლუბში მესამე ითამაშა ჩაატარა, თავის გამოჩენა კი პირველად მოახერხა.

ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი ისევ გაიტანა – გდინიას „არკას“ ქართველმა თავდამსხმელმა ექსტრაკლასას მე-7 ტურში სოსნოვეცის „ზაგლემბიეს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.
ლუკა ძირითადში იყო – 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 66-ე წუთზე კი „არკა“ დააწინაურა – 2:1. თუმცა, გდინიელებმა გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ორ წუთში გაუშვეს და შეხვედრა 2:2 დაასრულეს.

ხუთ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა პირველი გოლი გაიტანა. 7 ტურის შემდეგ „არკამ“ 7 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.

 

MLS-ის 27-ე ტურში “ვანკუვერმა” ქართველების “სან ხოსე” 2:1 დაამარცხა.
ორივე ჩვენებური ვაკო ყაზაიშვილიც და გურამ კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყო.
შეხვედრის მიწურულს, როცა უკვე დამატებითი დრო მიდიოდა, “სან ხოსემ” კუთხური მოიპოვა, ჩაწოდებას შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ბურთი იუეილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ყაზაიშვილს კარგი პასი გაუკეთა, ჩვენებურმა კი მცველების დაუდევრობით ისარგებლა და ამ სეზონში რიგით მეცხრე გოლი მიითვალა.
27 ტურის შემდეგ “სან ხოსე” კონფერენციაში 20 ქულით ბოლო ადგილზეა.

რუსეთში, “კრასნოდარი”-“ლოკომოტივის” (2:1) შეხვედრაში მოსკოველთა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ყუბანური გუნდის ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს, მეორე გუნდში იასპარეზა “სოჩისთან” (1:1) და პენალტი გაიტანა.

გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „დალკურდს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა 1:1. მასპინძლები 91-ე წუთამდე იგებდნენ. თუმცა, სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ხარაიშვილმა უნაკლოდ შეასრულა 1:1. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „გიოტებორგი“ 23 ქულით მე-11 ადგილზეა.

 

დანიის სუპერლიგაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საბა ლობჟანიძემ – მერვე ტურში 24 წლის შემტევი ნახევარმცველის „რანდერსმა“ „ოლბორგს“ უმასპინძლა. ქართველმა მე-17 წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, ორ წუთში კი მეტოქის კარი თავური დარტყმით თავად აიღო და „რანდერსი“ 2:1 დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელმა სიხარული მისთვის ჩვეული ჟესტით – საათის გამოსახვით აღნიშნა, რაც ნიშნავს – „ახლა ჩემი დროა“. თუმცა, ლობჟანიძის გუნდმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 2:2. „რანდერსი“ 10 ქულით სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზეა.

 

 

ტრავმამოშუშებული გიორგი ქვილითაია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე კარგი განწყობით მოემგზავრება – 25 წლის თავდამსხმელმა „გენტის“ ფორმით ბელგიის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და მეორედ გაიტანა. თუკი წინა ტურში საამისოდ წუთი დასჭირდა, ახლა მოედანზე 85-ე წუთზე შესულმა თავის გამოჩენა 90+1 წუთზე შეძლო. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და 90 წუთი ჩაატარა. „გენტმა“ 3:0 მოიგო და მეოთხე ადგილზეა.

 

შვეიცარიის სუპერლიგაში „ლუცერნმა“ „გრასჰოპერი“ 2:1 დაამარცხა. ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ოთარ კაკაბაძე სამუშაო ვიზის მოლოდინშია და ჯერ განაცხადში ვერ მოხვდა. „ლუცერნი“ ექვსი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები