LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესს თავად დაესწრება – სოზარ სუბარი

47

„კარგია, თუ ბრალდებული მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე პროცესებს თავად დაესწრება,“ – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, როცა ადამიანზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ბუნებრივია, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდეს ძებნა.

„4 საქმეა აღძრული. ოთხივეზე მიმდინარეობს გამოძიება. კარგია, თუ პროცესს თავად დაესწრება. უკეთესია დაცვისთვისაც და ბრალდების მხარისთვისაც,“ – განაცახადა სუბარმა.

დღეს ამავე თემაზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, გააკეთა. წულუკიანის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს უკვე მიმართა წერილით, თუმცა რისთვის არის მზად უკრაინური მხარე და გადმოსცემს თუ არა საქართველოს დაკავების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს, ამაზე მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები