LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარი 4-5 თვეში გაიხსნება: როგორ გამოიყურება შიგნიდან გალერია თბილისი?

197

სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისის” კარი მომხმარებლებისთვის 4-5 თვეში გაიხსნება. ამ შინაარსის ინფორმაციასა და რამდენიმე ფოტოს ავრცელებს ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილის ფოტოებზე ასახულია სავაჭრო ცენტრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, ყოფილი უნივერმაღის შენობაში, ახალი სავაჭრო ცენტრის ”გალერია თბილისის” გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. ცენტრში ქართულთან ერთად, მსოფლიო დონის ბრენდებიც შევლენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, შვედური ბრენდი H&M იქნება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზასა“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება 2016 წლის ბოლოს გაფორმდა, რომლის თანახმადაც „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება. H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.

თავად „გალერია თბილისი“ კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები