LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარიბის ზღვის ულამაზესი კუნძული ბიტკოინებზე იყიდება

218

კარიბის ზღვის ულამაზესი კუნძული ბიტკოინებზე იყიდება. „ტელეგრაფის” ინფორმაციით, საუბარია საკურორტო კუნძულ „სისხლიან სანაპიროზე“, რომლის ფართობიც 5,2 ჰექტარია. კუნძულის საბაზრო ღირებულება 600 ბიტკოინია, რაც ამჟამინდელი კურსის მიხედვით 7,1 მილიონი დოლარის ტოლფასია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კუნძულის შეძენის მსურველმა ფული სწორედ კრიპტოვალუტით უნდა გადაიხადოს, რაც თანამედროვე ფულის ერთეულს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის კურსი დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება და ახალ-ახალ რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები