LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარიმ ცენტრიდან ჩააგდო (ვიდეო)

87

სტივენ კარი საოცრებებს განაგრძობს: ”გოლდენ სტეიტის” ლიდერმა ამჯერად ბურთი ცენტრიდან ჩააგდო და გასახდელისკენ თვალის დახამხამებაში მოკურცხლა.
სუპერკალათბურთელმა ძალიან დიდი ემოცია დაანთო დიდ შესვენებამდე.

ისე, ”იუტასთან” შეხვედრაში შედეგიანობის მხრივ კარიმ ერთ-ერთი ცუდი მატჩი ჩაატარა, სულ რაღაც 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.
თამაში ”გოლდენ სტეიტმა” 115:94 მოიგო, ”მეომრებმა” 63 მატჩიდან 57 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, კარიმ ამასწინ NBA-ს რეკორდი დაამყარა და სეზონის განმავლობაში უკვე ჩააგდო 300 სამქულიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები