LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარმენი“ – პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში

513

20 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერა „კარმენის“ პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ, სპექტაკლში მონაწილეებს წარმატებული პრემიერა პირადად მიულოცა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მსოფლიო ვარსკვლავი, ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, გერმანიიდან მოწვეული ტენორი გიორგი ონიანი, თბილისის ოპერის წამყვანი სოლისტები – ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბოიძე და სხვები.

ოპერის საიუბილეო 165-ე სეზონზე ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერა „კარმენი“ რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. მაყურებელმა იხილა რეჟისორის ახლებური ხედვა. ლევან წულაძის სცენოგრაფიისა და კონცეფციის მიხედვით, მოქმედება კუბაზეა გადატანილი – „თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალი თავისუფლების კუნძულზე; ჰაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში; მიამიტი ჯარისკაცის სულისშემძვრელ დრამად ქცეული კომიკური ოპერა და ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი მუსიკა…”

ფოტო – კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები