LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშია ევროპაში მოხვდა, კვირკველია საუკეთესოებში: ქვილითაია დაიმტვრა, პაპუნამ აიწყვიტა

120

ევროპაში სათამაშო აღარაფერი დარჩა და ქართველი ლეგიონერებიც ემშვიდობებიან მორიგ სეზონს, მანამდე კი ბოლო მატჩებს გადავხედოთ.

გურამ კაშიას “ვიტესი” ევროპალიგაზე მოხვდა.
ჰოლანდიის ერედივიზიონის ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი ფინალური შეხვედრაში არნემის “ვიტესი” გასვლაზე “უტრეხტს” შეხვდა, 2:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
სტუმართა შემადგენლობაში გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
“ვიტესმა” პირველი მატჩი შინ მოიგო (3:2), გადამწყვეტი გოლი არნემელთა ქართველმა კაპიტანმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გაიტანა.
საბოლოოდ, “ვიტესმა” ორმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქეს 5:3 აჯობა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს დაეუფლა.

 

გიორგი პაპუნაშვილმა საუკეთესო თამაში ჩაატარა. გიორგი “ალბასეტესთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში, “სარაგოსას” ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მაგრამ ამ 58 წუთში მან ძალიან ბევრი მოახერხა – ის ოთხივე გოლის უშუალო მონაწილე იყო.
მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა, 28-ე წუთზე (ანგარიში 1:1 იყო) თავისიანები მეორედ დააწინაურა, 42-ე წუთზე ალბერტო ზაპატერას საგოლე გადაცემა გაუკეთა, 53-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 56-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა.

https://www.youtube.com/watch?v=W0nxq6129Lw

უნგრეთში “ბალმაზუივაროში“ მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია – ქართველების გუნდი გავარდნის რეალური კანდიდატია. ბოლო ტურში “ბალმაზუივაროში“ მესამეადგილოსან “დებრეცენს” უმასპინძლა და მშვენიერი მატჩი ჩაატარა – 4:0. გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ბაჩანა არაბულმაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 89-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს ქართველი თავდამსხმელის მეათე გოლია.
არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

 

უიღბლობა დასჩემდა ხოჭოლავას კიევის “დინამოსთან” შეხვედრებში. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში,  “შახტარმა“ კიევში 1:2 წააგო “დინამოსთან“. ხოჭოლავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. გადამწყვეტი გოლი მისი შეცდომის შედეგად გავიდა: საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. ისე, “შახტარმა“ წინა წრეშიც წააგო კიეველებთან და მაშინაც ხოჭოლავა შეცდა გოლის მომენტში. “შახტარმა“ წინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა და ქვეყნის თასიც მოიპოვა.

 

სლოვაკეთის პირველობის ბოლო ტურში ნაადრევად გაჩემპიონებულმა ტრნავის “სპარტაკმა“, რომელშიც შემტევი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი ირიცხება, გიორგი ბერიძის “ტრენჩინი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. განვლილ შეხვედრაში ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ბერიძე იყო.

 

 

პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონი დასრულდა და შჩეცინის “პოგონს“, სადაც  ლაშა დვალი გამოდის, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაჭირვებია. ბოლო ტურში “პოგონმა“ სტუმრად “კრაკოვიას“ 4:1 აჯობა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის დვალმა, რომელიც “პოგონს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, განვლილ ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

 

რუსეთში, ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელეს და მათშია საბა კვირკველიაც. მეტიც, მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საბა რუსეთის ჩემპიონი გახდა, სამმა გამოცემამ კი წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

 

გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ორ თვეს ვერ ითამაშებს და ზაფხულის მოსამზადებელი შეკრებაც გაუცდება. ეს სამწუხარო ამბავი ავსტრიულმა სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს: “რაპიდის” ქართველმა თავდამსხმელმა გუნდის ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები