LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშიას თამაშს ქართული მარში დაესწრება: სტადიონზე პოლიციაა მობილიზებული

38

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 17:00 საათზე გორში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს კვიპროსთან გამართავს.

მატჩში მონაწილეობას მიიღებს გურამ კაშიაც, რომლის ლგბტ სამკლაურმა, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გორში ჩანიშნულ მატჩს დაესწრებიან ე.წ. ქართული მარშის წევრები, რომლებიც კაშიას ნაკრებიდან წასვლას მოითხოვენ და ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით, რადიკალური პოზიცია აქვთ.

სტადიონთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, როგორც ყველა მატჩზე, ამ თამაშზეც უსაფრთხოების დასაცავად პოლიციის საჭირო რაოდენობაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩებში გუნდის კაპიტნები ლგბტ პირების მხარდასაჭერი სამკლაურით გავიდნენ. მათ შორის იყო გურამ კაშია, რასაც საქართველოში აჟიოტაჟი მოყვა. აზრი ორად გაიყო, ზოგი ფეხბურთელს საქციელს უწონებდა, ზოგი – პირიქით.

(სამართალდამცველების ფოტოს ნიუპოსტი ავრცელებს)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები