LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში ძმამ ძმა მოკლა

55

კასპში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები