LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპთან სპირტით დატვირთულ ტრაილერს ავტომობილების ნაწილებით და ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა, რასაც აალება მოჰყვა

111

კასპთან ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტრაილერს, რომელიც სპირტით იყო დატვირთული, შეეჯახა ავტომობილების ნაწილებით, მათ შორის ზეთით დატვირთული ტრაილერი, რასაც მყისიერი აალება მოჰყვა.

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები