LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასტელი გაიყიდა: ვინ ჩაანაცვლა თემურ ჭყონია და რა ბედი ელით თანამშრომლებს?

529

კომპანია ”კასტელ-საქართველო” გაიყიდა. ამ თემაზე გავრცელებული ინფორმაცია ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ზაუტაშვილმა დაუდასტურა. ზაუტაშვილის ინფორმაციით, კომპანია სს ”არგომ” შეიძინა, რომლის მეწილეც რამდენიმე პირია, გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი კი ვასილ სულხანიშვილი.

”დიახ, ”კასტელ-საქართველო” გაიყიდა, თუმცა არ იცვლება მენეჯმენტი და იგივე კადრები რჩება. არც ერთ თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხე არ ემუქრება. შეიცვალა მხოლოდ მფლობელები, კომპანია კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აღნიშნა ზაუტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კასტელ საქართველოს” საკონტროლო პაკეტი გაყიდა, თუმცა ის სს „არგოში” ერთ-ერთ აქციონერად რჩება.

რა გახდა კომპანიის გასხვისების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე დღეში პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება.

ცნობისთვის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „კასტელ საქართველო” ბაზარზე 1998 წლიდანაა წარმოდგენილი. 1997 წელს ალკოჰოლური სასმელების ცნობილმა ფრანგმა მწარმოებელმა, პიერ კასტელმა საქართველოში 37 მილიონი დოლარი დააბანდა. ლილოში აშენდა თანამედროვე სტანდარტების ლუდის ქარხანა, რომლის წარმადობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონზე. ამ დროისთვის კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ლუდისა და რამდენიმე სახეობის ლიმონათის წარმოება წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები