LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

82

კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, – ამის შესახებ BBC-ის რეგიონული ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა, განუცხადა.

მისივე თქმით, კატალონიის მთავრობა ზომებს ამ კვირის ბოლოს ან შემდეგი კვირის დასაწყისში მიიღებს“.

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს მისი მთავრობა ესპანეთის ჩარევის შემთხვევაში, პუჩდემონმა უპასუხა, რომ ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“. მისივე განცხადებით, ახლა ოფიციალურ მადრიდს და ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის არანაირი კონტაქტები არ არის.

გუშინ კატალონიაში მიტინგები გაიმართა, რომლებშიც 700 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ რეფერენდუმის დღეს ესპანური პოლიციის მოქმედებები გააპროტესტეს.

გუშინ ესპანეთის მოსახლეობას ქვეყნის მეფემ, ფელიპე VI-მ მიმართა და კატალონიის ხელმძღვანელობის ქმედებებს უკანონო უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები