LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეთა მსვლელობა სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

91

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეთა მსვლელობა სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. რეფერენდუმის წლისთავთან დაკავშირებით გამართული მიტინგის დროს, რადიკალურად განწყობილმა სეპარატისტებმა ბარსელონაში რეგიონული პარლამენტის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აღმართვა სცადეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, არიან დაკავებულები.

დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩებში 180 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები