LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში საპროტესტო აქციაზე 100 ათასობით ადამიანი გამოვიდა

40

გუშინ საღამოს კატალონიური ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი დამოუკიდებლობის მოძრაობის ორი გავლენიანი ლიდერის წინასწარ პატიმრობას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ El Pais წერს.

ბარსელონაში, სამოქალაქო გვარდიის მონაცემებით, ქუჩაში 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ისინი ორშაბათს დაკავებული ორი მთავარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, კატალონიის ეროვნული ასამბლეის და ორგანიზაცია „საერთო კულტურის“ ხელმძღვანელების – ჟორდი სანჩესის და ჟორდი კუიშარის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„კატალონიელო პატიმრებო, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ სახლებში დაბრუნდეთ,“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც პროტესტის ნიშნად დანთებული სანთლები ეკავათ.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსპარანტები ლოზუნგებით „თავისუფლება ჟორდის, ესპანეთის პოლიპატიმრებს“, „დაეხმარეთ კატალონიას“, „გადაარჩინეთ ევროპა“ და „რესპუბლიკა – ახლა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები