LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია

61

კატალონიაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ესპანეთის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 24 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ბელგიის, ავსტრალიის, უნგრეთის, პერუს, რუმინეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, დანიის, კუბის, მაკედონიის, ჩინეთის, იტალიისა და ალჟირის.

ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის გერმანიის სამი, ბელგიის ერთი და იტალიის ერთი მოქალაქეა. ამასთან, დაშავებულია საფრანგეთის 26 მოქალაქე, მათგან 11 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ბარსელონაში  ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა. ასევე, დაკარგულია 7 წლის ავსტრალიელი ბიჭუნა, ხოლო მძიმედ დაშავებულია 6 წლის გოგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები