LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში 40 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

99

კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში დამოუკიდებლობის 40 ათასზე მეტი მხარდამჭერი გამოვიდა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ პარლამენტს რეგიონის ახალი ლიდერის არჩევისა და კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ.

ადგილობრივ პარლამენტში კატალონიის ლიდერის არჩევნები დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარლეს პუჩდემონის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და სხდომას ვერ დაესწრება.

ჯორდი სანჩესი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ დააკავეს. მას ოფიციალური მადრიდი ამბოხების მოწყობის მცდელობას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები