LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიის ოთხ ქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგები მიმდინარეობს

77

ესპანეთის მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების წინააღმდეგ კატალონიის ოთხ ქალაქში მიტინგები მიმდინარეობს.

ბარსელონაში, კატალონიის უზენაესი სასამართლოს წინ, მიმდინარე მიტინგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი პირველ ოქტომბერს დანიშნული რეფერენდუმის მომზადების ბრალდებით გუშინ დაკავებული პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. 14 დაკავებულიდან პატიმრობაში 10 რჩება.

სამოქალაქო გვარდიის სპეცოპერაციის ფარგლებში გუშინ 41 ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია 10 მილიონი ბიულეტენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები