LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კათოლიკე მღვდელი ურჩევს ტრამპის მოწინააღმდეგეებს, თავი მოიკლან

115

კათოლიკე მღვდელი ურჩევს ყველას, ვინც არ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გადახტნენ მაღალი შენობებიდან და თავი მოიკლან.

მამა ფილიპ პიცომ კვირის მესას დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ გააზიარა პოსტი, რომელიც ტრამპის მოწინააღმდეგეებს სუიციდისკენ მოუწოდებს.

„აჩვენე, როგორ გძულს ტრამპი, გააკეთე ეს საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის!“ – წერია მემეზე, რომლის ილუსტრაცია ცათამბჯენიდან გადმომხტარი მამაკაცია.

67 წლის მღვდელმსახურმა პოსტი მალევე წაშალა, თუმცა მისი მრევლის ნაწილმა მოასწრო შეურაცხმყოფელი მემეს ნახვა და მისი შენახვა.

 

მღვდლის განმარტებით, პოსტი სასაცილოდ მოეჩვენა და ამიტომაც გააზიარა.

„თვითმკვლელობისკენ არავის მოვუწოდებ, ბევრ ადამიანს დავეხმარე წლების განმავლობაში, პოსტი არ იყო სუიციდის პროპაგანდა, ის უბრალოდ სასაცილო იყო,“ – ამბობს მამა ფილიპი „ნიუ იორკ პოსტთან“.

ამავე მღვდელმა მანამდე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბარაკ ობამას ფოტო, სათაურით „ის არ არის ჩემი პრეზიდენტი“.

ასევე, გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, მამა ფილიპმა გააზიარა ჰილარი კლინტონის სურათიც, სათაურით „უშნო სახე“, კომენტარად კი დაწერა „ჰელოუინს გილოცავთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები