LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმში წუხელ მომხდარ მოვლენებს ქადაგების დროს გამოეხმაურა

46

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ბათუმში წუხელ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”.
”სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ.  სამწუხაროა, რომ ეს არასიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა”, – განაცხადა კათალიკოს-პატრიარმა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები