LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კათოლიკოს-პატრიარქი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა

52

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა.

“ძალიან მძიმე შემთხვევა-არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს ალბათ რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები