LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კავკასუს ონლაინმა” საცალო სეგმენტის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო

97

,,კავკასუს ონლაინმა” საცალო სეგმენტის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჭიაურელმა განაცხადა.

,სამწუხაროდ, დოლართან მიმართებაში ლარი საკმაოდ გაუფასურდა. ამის გამო, სესხს ვეღარ ვემსახურებით და იძულებულები გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. თუ მოლაპარაკებების დასრულებამდე კურსი დასტაბილურდება, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, საცალო სეგმენტი გავასხვისოთ”, – განმარტა ნიკა ჭიაურელმა.

მისივე თქმით, “ვიმპელკომთან” მოლაპარაკებები მხოლოდ საცალო სეგმენტის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგაყიდვა განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა.

,,უკვე 20 წელია, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული ინტერნეტით სარგებლობს. |კავკასუს ონლაინი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც რუსულ წყაროებთან დაკავშირებული არ არის და მოსახლეობას 100%-ით ევროპულ პროდუქტს სთავაზობს”, – აღნიშნა ნიკა ჭიაურელმა.

როგორც დღეს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ  ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, თუ მაგისტრალური კაბელების გასხვისებაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე.

,,კავკასუს ონლაინისა” და ,,მობიტელის” წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მაგისტრალის გაყიდვაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ საცალო სეგმენტის გასხვისებაზე.

კომპანია “კავკასუს ონლაინს” ამ ეტაპზე 86 მილიონი დოლარის სასესხო ვალდებულებები გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები