LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის – ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციით განისაზღვრება

127

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიცია იქნება, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტში წერია, რომ
1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო იცავს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

საქართველოს კონსიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველ გუნდთან, ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მსჯელობა კომისიის ფორმატში მიმდინარეობდა, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს უკვე გადაეგზავნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები