LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კბილის მინანქრის აღმდგენი საშუალების ყიდვა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

143

დღეიდან მსოფლიოში ერთადერთი კბილის მინანქრის აღმდგენი საშუალების „ბიორეპაიარის“ შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. ნანოტექნოლოგიით შექმნილი  იტალიური კომპანია Koswel-ის პროდუქტები უკვე PSP-ს სააფთიაქო ქსელში იყიდება.

როგორც ”ფორტუნას” PSP-დან აცნობეს, ”ბიორეპაიარის” ბრენდი ხანგრძლივი კვლევის შედეგად იქნა მიღებული.

”დღემდე კბილის მინანაქრის აღმდგენი სხვა ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. კოსმეტიკური და სამეცნიერო ეფექტის შერწყმის დაპატენტებული ფორმულის ეფქტურობას ნანოტექნოლოგიაც განაპირებებს”, – აცხადებენ PSP-ში.

მათივე ცნობით, პსპ-ს თანამშრომლებს ახალი პროდუქცია კომპანიის წარმომადგენელმა გააცნო; 2 დღიანი ტრენინგის განმავლობაში პსპ-ს თანამშრომლები  „ბიორაპაიართან“ ერთად „კოსველის“ კიდევ ერთ ინოვაციურ ბრენდს „ბლენქსს“ გაეცნენ.  „ბლენქსი“ კბილის მათეთრებელი საშუალებაა, რომელიც არქტიკულ ხავსზეა დამზადებული და კბილების სითეთრეს უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, „კომპანია „კოსველი“ 1961 წლიდან სტომატოლოგიურ პროდუქტებს იტალიაში აწარმოებს. სტომატოლოგიურ პროდუქტებთან ერთად კომპანია კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებებს, ასევე კვების დანამატებს სთავაზობს მომხმარებელს. „ბიორეპეირი“ კომპანიის ყველაზე ტრენდული ბრენდია, რომლის გაყიდვების ზრდამ ბოლო 4 წელში მსოფლიო მასშტაბით  73% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები