LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიკო მაცუიმ კონცერტი კომპოციზიით “შავი ლომი” გახსნა

176

იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის, კეიკო მაცუის კონცერტი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს. კეიკო მაცუიმ კონცერტი კომპოციზიით “შავი ლომი” გახსნა, რომელიც ფიროსმანის „შავი ლომით“ და მისი სასიყვარულო ამბით შთაგონებულმა დაწერა. მუსიკოსმა მსმენელს ასევე ჭაჭის შესახებ შექმნილი  კომპოზიციაც წარუდგინა, რომელიც  საქართველოში სტუმრობისას, თბილისის სახელმწიფო დარბაზში დაწერა.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.

კეიკო მაცუიმ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და კონცერტის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ის მოხარულია საქართველოში მეორედ სტუმრობის გამო. ეს მისი მსოფლიო ტურნეს დასკვნითი კონცერტი გახლავთ.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1818317478193073/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები