LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიკო მაცუის კონცერტი თბილისში 8 ნოემბერს გაიმართება

95

იაპონელი კომპოზიტორი და პიანისტი, კეიკო მაცუი თბილისს, „სოლოსა“ და „ალექს ფრომოუშენის“ მოწვევით, 8 ნოემბერს ეწვევა. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

„ნიუ ეიჯისა“ და ჯაზის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ქართველი მაყურებლის წინაშე თავისი ცნობილი კომპოზიციებით წარდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს დაიწყება, ვებგვერდზე − www.tkt.ge  ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად, 1-ელ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს, ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება,  ხოლო ის, ვინც არ არის SOLO –  ბილეთს 60 ლარიდან შეიძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები