LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონის ათვალწუნებული ფერი

91

მართალია, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნარინჯისფერი მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, ოპტიმიზმსა და კომუნიკაბელურობასთან ასოცირდება, მაგრამ კემბრიჯის ჰერცოგინამ, რატომღაც აითვალწუნა და ვეტო დაადო.

„fashion-უსამართლობა“ ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომელთაც თვალი გადაავლეს ხასხასა ფერების მოყვარული მიდლტონის კოსტუმების ფოტოარქივს და საკმაოდ არასტანდარტული – ელექტრიკისა და მეწამულ-ვარდისფერის მიუხედავად, ნარინჯისფერს ვერსად მიაგნეს. მართალია, რამდენიმე წლის წინ ჰერცოგინამ სცადა ფორთოხლისფერი და ატმისფერი კაბების მორგება, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის სახით, რდგან როგორც ჩანს, საერთო ენა ვერ გამონახა ფსიქოლოგების საყვარელ ფერთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები