LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერს ცნობილ სერიალში გადაიღებენ

40

კეიტლინ ჯენერი GLAAD Media Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო, რომელიც შაბათს, ბევერლი-ჰილზში გაიმართა. ცნობილი ტრანსგენდერი წითელ კაბაში მივიდა ცერემონიაზე, სადაც ჯენერის რეალითი-შოუ I Am Cait სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.  აღნიშნული დაჯილდოვება 2013 წლიდან ტარდება და ის იმ ფილმებს, მსახიობებს, მუსიკოსებსა და პროექტებს გამოარჩევს, რომლებიც LGBT საზოგადოების პრობლემებზეა ორიენტირებული.

აქვე ცნობილი ხდება, რომ კეიტლინ ჯენერი ცნობილი სატელევიზო სერიალის, Transparent-ის მესამე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა ჯეფრი ტამბორმაც დაადასტურა, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, ლოს-ანჯელესში მცხოვრები დიდი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ყველა იგებს, რომ მამა ტრანსგენდერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები