LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი რორბახი როლში შეიჭრა (ფოტო)

624

ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი გერლფრენდი, მოდელი კელი რორბახი სულ უფრო ხშირად ჩნდება გადასაღებ მოედანზე. ამჯერად ის ჯორჯიას შტატში, სავანას სანაპიროზე იმყოფება, სადაც „მალიბუს მაშველების“ გადაღებები მიმდინარეობს. სხვა მსახიობებთან ერთად რორბახმა უკვე მოირგო მთავარი როლი  და თავს ფანტასტიურად გრძნობს. თუ აქამდე ფოტოებზე რორბახი შებოჭილი იყო, ამჯერად ის უფრო გახსნილი და როლზე მორგებული ჩანს.

ახალი კადრები ინტერნეტით დღეს გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ შედის როლში რორბახი. ის ერთობა, მუსიკას უსმენს და თან აქტიურად ამხნევებს გადამღები ჯგუფის სხვა წევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები