LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კემეროვოში ხანძრის დროს დაკარგული სამი ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა

119

სამი ადამიანი, რომელიც კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მის ნათესავებს დაკარგული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რის შედეგადაც 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა. ჯერჯერობით მხოლოდ 27 ადამიანის ცხედარია ამოცნობილი.

გამოძიება ხანძრის გაჩენის ორ ვერსიას – მოკლე ჩართვასა და ცეცხლის განზრახ გაჩენას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები