LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერი სინდი კროუფორდის კარიერაზე ოცნებობს

509

კარდაშიანების ვარსკვლავური ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი – მოდელი კენდალ ჯენერი, არ მალავს საკუთარ ამბიციებს და აღიარებს, რომ ლეგენდარული სინდი კროუფორდის კარიერაზე ოცნებობს.

20 წლის ჯენარი, რომლეიც ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ”ყდის სახე” გახდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ ითვლება, თუმცა, კენდალი არა ხანმოკლე პოპულარობაზე, არამდე ხანგრძლივ წარმატებულ კარიერაზე ოცნებობს.

”ახალს არაფერს ვეძებ, უბრალოდ მინდა ჩემი კარიერა წარმატებული და ხანგრძლივი იყოს. ვცდილობ მივბაძო კროუფორდის მაგალითს, რადგან მას ზუსტად ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც მეც ვოცნებობ”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები